ხშირად დასმული შეკითხვები

ა აქცევს “კნოპ კნოპს” განსაკუთრებულად?

„კნოპ კნოპის“ კონსტრუქტორების სისტემა საბავშვო ასაწყობი სათამაშოების ერთადერთი ნაკრებია, რომელიც თექის “რბილაკებისა” და მოქნილი კნოპებისგან შედგება.  ბაზარზე არსებული სხვა ასაწყობი კონსტრუქციებისგან განსხვავებით, რომლებიც მაგარი პლასტმასის, ხის  ან მეტალისაგან არის დამზადებული, „კნოპ კნოპის“ თექის „რბილაკები“ ფუმფულაა და დრეკადი, რაც ნიშნავს, რომ ტექნიკურ აზროვნებასთან ერთად ისინი ბავშვებს სენსორული შემეცნების განვითარებაშიც ეხმარებიან.

 

ოდის მივიღებ ჩემ შეკვეთას?

ჩვენ ვეცდებით, რომ შეკვეთა მოგაწოდოთ თქვენ მიერ სათამაშოს ყიდვისას მითითებულ ვადაში.  იმ შემთხვევაში, თუ მოხდა რაიმე გაუთვალისწინებელი შეფერხება, კურიერი გაცნობებთ დამატებით.

 

ად ვაგზავნით სათამაშოებს?

“კნოპ კნოპის” სათამაშოებს ვაგზავნით საქართველოს მასშტაბით.

 

ოგორ შემიძლია გავაუქმო ან შევცვალო ჩემი შეკვეთა?

შეკვეთის გაუქმება ან შეცვლა შესაძლებელია თქვენ მიერ შეკვეთის დასრულებამდე, თქვენი ბარათიდან სათამაშოს ღირებულების გადახდამდე.

 

ადახდის რა მეთოდების გამოყენება შემიძლია?

ჩვენ ვებ-გვერდზე გადახდა შესაძლებელია VISA, MasterCard და სხვა საბანკო სერვისების მეშვეობით.

 

რის თუ არა “კნოპ კნოპის”  სათამაშოები უსაფრთხო ახალშობილებისათვის?

“კნოპ კნოპის” სათამაშოები მოიცავს პატარ-პატარა დეტალებს და შესაბამისად, სამ წელზე პატარა ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის.

 

ემიძლია “კნოპ კნოპის” სათამაშოების გარეცხვა?

დიახ! „კნოპ კნოპის“ ყველა სათამაშო შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში. „კნოპ კნოპის“ ნაწილების გარეცხვა შეიძლება თბილ, ფაქიზი რეცხვის რეჟიმზე (40°C, 105°F). გთხოვთ, არ გამოიყენოთ „კნოპ კნოპის“  ნაწილების გასაშრობად საშრობი.

 

ად შემიძლია ვნახო სათამაშოების აწყობის  ინსტრუქცია?

კონკრეტული მოდელების აწყობის ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ ნახოთ YouTube არხზე აქ: https://www.youtube.com/c/KNOPKNOPTOY. გამოიწერეთ “კნოპ კნოპის” youtube არხი, რათა მიიღოთ სიახლეები ახალი სათამაშოების შესახებ.  თქვენ შეგიძლიათ ხელახლა გამოიყენოთ იგივე ნაწილები და შექმნათ სულ მცირე  სამი ინდივიდუალური მოდელი, რომლის ინსტრუქციასაც ნახავთ ყუთზე და ბუკლეტში. ჩვენ გვინდა, რომ სათამაშოების აწყობის დროს გამოიყენოთ თქვენი კრეატიულობა და წარმოსახვის უნარი.

 

ამდენი სათამაშოს აწყობა შემიძლია “კნოპ კნოპის” ერთი კომპლექტიდან?

თქვენ კომპლექტს აქვს საჭირო ნაწილები იმისათვის, რათა შექმნათ   მთავარი მოდელი, რომელიც შეფუთვაზეა გამოსახული. იგივე ნაწილების გამოყენებით  თქვენ შეგიძლიათ  შექმნათ სამი სხვადასხვა მოდელი ან ეს ნაწილები გააერთიანოთ სხვა კომპლექტის ნაწილებთან  და შექმნათ საკუთარი საოცარი მოდელი. რაც უფრო მეტი ნაწილი გაქვთ, მით უფრო დიდი სათამაშოს აწყობა შეგიძლიათ! თქვენ წარმოსახვას საზღვარი არ აქვს!