წესები და პირობები

შესავალი

წინამდებარე ვებ-გვერდი – knopknop.ge – ეკუთვნის და მისი მმართველია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული შპს „კრეატივ ქიდს“ (ს/კ 404617928). წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც იდება შპს „კრეატივ ქიდს“-სა და თქვენ შორის.

წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას, რომელიც მოიცავს ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქციის შეძენას.

ვებ-გვერდზე პროდუქციის შეძენით თქვენ წერილობით ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. წესებსა და პირობებზე დათანხმება ავტომატურად გულისხმობს კონფიდენციალობის დებულებაზე წერილობით თანხმობას.

წესებსა და პირობებზე, კონფიდენციალობის დებულებაზე თანხმობა ატარებს სავალდებულო ხასიათს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ვერ ისარგებლებთ ვებ-გვერდით.

 

ტერმინთა განმარტება

იმ შემთხვევაში, თუ თავად ტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

    • კომპანია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შპს „კრეატივ ქიდს“ (ს/კ 404617928).
    • ვებ-გვერდი – კომპანიის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი – knopknop.ge.
    • პროდუქცია – ვებ-გვერდზე სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქცია.
    • მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდით.
    • მესამე პირი – ნებისმიერი სხვა პირი (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული) გარდა კომპანიისა/მომხმარებლისა.
    • ხელშეკრულება – ნასყიდობის ხელშეკრულება კომპანიასა და რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის, რომლის ძალითაც, რეგისტრირებული მომხმარებელი იძენს საკუთრების უფლებას პროდუქციაზე.
    • წესები და პირობები – ვებ-გვერდის გამოყენების წინამდებარე წესები და პირობები.
    • მხარე – კომპანია/მომხმარებელი/რეგისტრირებული მომხმარებელი.
    • მხარეები – კომპანია და მომხმარებელი/რეგისტრირებული მომხმარებელი, წესებისა და პირობების კონტექსტიდან გამომდინარე.
    • მომსახურება – კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის/რეგისტრირებული მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა, რომელიც მოიცავს ვებ-გვერდით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემას.
    • პროფილი – რეგისტრირებული მომხმარებლის პირადი ანგარიში (პროფილი) ვებ-გვერდზე.

 

მხარეთა განცხადებები და გარანტიები

კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

    • ვებ-გვერდი წარმოადგენს მის საკუთრებას და მას აქვს ყველანაირი უფლებამოსილება გასწიოს მომსახურება.
    • ვებ-გვერდზე მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის.
    • მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული მესამე პირის მიერ კონფიდენციალობის დებულების შესაბამისად.

მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

    • გაეცნო და ეთანხმება წესებსა და პირობებს.
    • არის ქმედუნარიანი, შეუძლია გაიაზროს ვებ-გვერდის გამოყენების მნიშვნელობა და არ იმყოფება რაიმე ისეთი ფსიქიკური ზემოქმედების ქვეშ, რაც ხელს შეუშლის, გაიაზროს მისი ქმედების მნიშვნელობა.
    • მის მიერ ვებ-გვერდზე შეყვანილი ინფორმაცია არის სწორი.
    • თანახმაა, რომ ვებ-გვერდის გამოყენების დროს მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია (მათ შორის, პერსონალური ინფორმაცია) დამუშავებული იქნეს კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული მესამე პირის მიერ კონფიდენციალობის დებულების შესაბამისად.
    • ვებ-გვერდზე, მის დიზაინსა და ფოტოებზე, ასევე, პროგრამულ კოდებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის კომპანიას და რომ იგი არ გამოიყენებს/შეცვლის ან/და სხვაგვარად ხელყოფს კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას.
    • თავად არის პასუხისმგებელი ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება მისი ანგარიშით ვებ-გვერდზე ყოფნისას ან/და კომპანიის მომსახურებით სარგებლობის დროს.

 

შეზღუდვები

ვებ-გვერდით სარგებლობის დროსა თუ მის შემდგომ, მომხმარებლებს კატეგორიულად ეკრძალებათ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

    • ვებ-გვერდის ნებისმიერი მასალის გამოქვეყნება ნებისმიერ მედიაში მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიაყენონ პროდუქტის ან/და კომპანიის იმიჯს.
    • ვებ-გვერდის მასალის კომერციალიზაცია, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება გაყიდვით, სუბლიცენზირებით ან/და ნებისმიერი სხვა ფორმით.
    • ვებ-გვერდის გამოყენება კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ ან/და იმგვარად, რომ ზიანი მიაყენოს (შესაძლოა ზიანი მიაყენოს) ნებისმიერ მესამე პირს.
    • ვებ-გვერდის მეშვეობით ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გზით მოპოვება.
    • ვებ-გვერდის გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის, კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან, კომპანია უფლებამოსილია ასეთი დარღვევების შემთხვევაში წაშალოს/დროებით შეაჩეროს ან/და დაბლოკოს მომხმარებლის პირადი მონაცემები და IP მისამართი.

 

ხელშეკრულების დადება და ანგარიშსწორების წესი

კომპანია ვებ-გვერდზე ათავსებს პროდუქციას შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ვებ-გვერდის მეშვეობით დადოს ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძინოს პროდუქცია კომპანიისგან.

როდესაც მომხმარებელი აარჩევს შესაბამის პროდუქტს  და გადაწყვეტს ყიდვას, მან უნდა დააჭიროს “კალათაში დამატება”-ს ან “იყიდე ახლა”-ს, შემდეგ „გაგრძელება გადასახდელად”-ს. აღნიშნულის შემდეგ მომხმარებელი აარჩევს პროდუქტის მისთვის მიწოდების სასურველ ვადას,  დააჭერს ღილაკს „გადახდა“ და შეიყვანს ბარათის მონაცემებს. შეკვეთა დასრულებულად ითვლება მომხმარებლის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის მომენტიდან.

ვებ-გვერდზე ანგარიშსწორება წარმოებს Visa, MasterCard და Apple Pay-ს მეშვეობით 24/7.

თუ გსურთ შეკვეთაში რამის შეცვლა/დამატება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე: hello@knopknop.ge. კომპანია არ იძლევა გარანტიას შეკვეთის შეცვლის/გაუქმების განხორციელების თაობაზე.

ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება მომხმარებლის მიერ შეკვეთის დასრულების (თანხის გადახდის) მომენტიდან.

პროდუქციაზე საკუთრების უფლება მომხმარებელზე გადასულად ჩაითვლება პროდუქციის გადაცემის მომენტიდან.

მომხმარებელი შეძენილი პროდუქციის მიღებისთანავე ვალდებულია შეამოწმოს პროდუქცია.

მომხმარებელი ვებ-გვერდიდან პროდუქციის შეძენის შემთხვევაში სარგებლობს ადგილზე მიტანის სერვისით. განსაზღვრულ ვადაში ადგილზე მიტანას უზრუნველყოფს კომპანია თავად ან/და მესამე პირის მეშვეობით. კომპანია ან/და მესამე პირი  არ არიან პასუხისმგებელნი ვადის გადაცილებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი გადაცილება გამოწვეულია გარეშე ფაქტორებით, რომლის განსაზღვრის საშუალებაც არ ჰქონდათ კომპანიას/მესამე პირს.

მიწოდების მისამართის მიხედვით, შესაძლოა, მიტანის სერვისს მოემატოს საფასური. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კომპანია ღირებულების გადახდამდე მიაწვდის მომხმარებელს.

 

 პროდუქციის ხელმისაწვდომობა

პროდუქცია ხელმისაწვდომია და ღირებულება მოქმედია მანამ, სანამ იგი დევს ვებ-გვერდზე და არის მარაგში. პროდუქციის ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია მითითებულია ვებ-გვერდზე.

 

ფერი და მახასიათებლები

კომპანია აკეთებს მაქსიმუმს, რათა პროდუქტის ფერი დაემთხვეს ფერს, რომელიც ვებ-გვერდზეა მითითებული. მიუხედავად ამისა, ვინაიდან ფერი, რომელსაც ხედავთ, შესაძლოა, შეიცვალოს თქვენი მონიტორისა და მოწყობილობის შესაბამისად, კომპანია გარანტიას ვერ იძლევა, რომ მითითებული ფერი 100%-ით დაემთხვევა პროდუქტის რეალურ ფერს.

 

ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-გვერდის დიზაინზე, ძირითად პროგრამულ კოდსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის კომპანიას. ვებ-გვერდზე განთავსებულ სასაქონლო ნიშნებზე, ლოგოებზე, სერვისის ნიშნებზე, ტექსტებზე, სურათებზე, გრაფიკულ გამოსახულებებზე  და სხვა მასალაზე ინტელექტუალური საკუთრება ეკუთვნის მესამე პირს, რომელიც თავისი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას საქართველოში ახორციელებს კომპანიის მეშვეობით.

კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია წინამდებარე ხელშეკრულების 8.1. პუნქტით გათვალისწინებული  საავტორო და მომიჯნავე უფლებების ხელყოფა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის მოდიფიცირება, ნებისმიერი სახით გამოყენება თუ სხვაგვარი ქმედება.

იმ შემთხვევაში, თუ მხარე დაარღვევს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, გარდა მიღებული მოგებისა თუ სარგებელისა, ვალდებულია აუნაზღაუროს კომპანიას ნებისმიერი სახის ზიანი, მათ შორის და არა მხოლოდ, მიუღებელი შემოსავალი და რეპუტაციული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

პერსონალური მონაცემები

მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლება შესაბამისი მიზნებისთვის აქვს კომპანიას, ან/და კომპანიის მიერ დასახელებულ მესამე პირს, რომელიც ვალდებულია მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული მიზნებითა და კონფიდენციალობის დაცვით.

პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა თუ სხვაგვარი დამუშავების წესები განისაზღვრება კონფიდენციალობის დებულების მიხედვით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვებ-გვერდს არ გააჩნია წვდომა ანგარიშსწორებისას გამოყენებულ საგადახდო ბარათებზე. ბარათით ანგარიშსწორებისას ხდება გადამისამართება პარტნიორი ბანკის დაცულ გვერდზე, რომელიც მთლიანად პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის დაცვაზე.

 

ცვლილებების შეტანა

კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ვებ-გვერდზე განთავსების გზით შეიტანოს ცვლილებები გამოყენების წესსა და პირობებში. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა ცვლილების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენების გაგრძელება ავტომატურად ნიშნავს თანხმობას შეცვლილ პირობებზე.

 

არაკანონიერი აქტივობის ან/და კონტენტის დაბლოკვა

იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიას შეექმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვებ-გვერდის გამოყენებისას ან/და ტრანზაქციის განხორციელებისას ირღვევა წინამდებარე გამოყენების წესი და პირობები ან/და კომპანიას ექმნება ეჭვი, რომ ტრანზაქციები არაკანონიერი, თაღლითური ან/და არაავტორიზებულია, კომპანია უფლებამოსილია, გააჩეროს ასეთი ტრანზაქცია და დაბლოკოს ნებისმიერი პირის პროფილი, ვინც მსგავს აქტივობას ახორციელებს, მანამ, სანამ კომპანია არ შეისწავლის კონკრეტულ ფაქტებს. კომპანია ასევე უფლებამოსილია, მსგავს შემთხვევებში მიმართოს შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს და სახელმწიფო ორგანოებს და მიაწოდოს მათ ინფორმაცია.

ნებისმიერი სახის ქმედების შემთხვევაში, რომელიც ეწინააღმდეგება წესებსა და პირობებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობას, შეიცავს ამორალურ და ზნეობის საწინააღმდეგო ელემენტებს, კომპანია უფლებამოსილია წაშალოს ან/და დაბლოკოს ამგვარი ქმედების ჩამდენი პირის პირადი მონაცემები და IP მისამართი.

 

დავების გადაწყვეტა და გამოსაყენებელი სამართალი

კომპანიასა და მომხმარებელს შორის წარმოშობილი ნებისმიერი სახის დავა/უთანხმოება უნდა მოგვარდეს ურთიერთშეთანხმების გზით.

შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო, ქართული სამართლის მიხედვით.

 

გარდამავალი დებულებები

 

მხარეები აცხადებენ, რომ წესები და პირობები შედგენილია მათთვის გასაგებ ენაზე. ასევე, წესები და პირობები განთავსებულია მათთვის ხელსაყრელ და თვალსაჩინო ადგილზე.

კონფიდენციალობის დებულება წარმოადგენს წესებისა და პირობების შემადგენელ განუყოფელ ნაწილს.

წესებისა და პირობების ცალკეული ნაწილების ბათილობა არ იწვევს მთლიანი შეთანხმების ან/და მისი სხვა ნაწილების ბათილობას.

საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება აღნიშნული წესებითა და პირობებით ან/და კონფიდენციალობის დებულებით ან/და შესაბამის მხარეთა შორის გაფორმებული ინდივიდუალური ვალდებულებით სამართლებრივი ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

ვებ-გვერდის მოხმარებით მხარეები ადასტურებენ, რომ მიღწეული აქვთ 18 წლის ასაკისთვის და რომ თითოეულ მათგანს აქვს სრული უფლება შევიდეს წინამდებარე ურთიერთობაში და საამისოდ მოპოვებული აქვს ყველა საჭირო უფლებამოსილება და/ან თანხმობა.

მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე წესი და პირობები ითვალისწინებს კომუნიკაციის ზეპირ სატელეფონო ფორმას. მხარეს წერილობითი შეტყობინება შეიძლება მიეწოდოს პირადად, გაეგზავნოს კურიერის, საფოსტო გზავნილის საშუალებით, ვებ-გვერდით ან/და მხარეთა რეკვიზიტებში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

ელექტორნულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება მისი გაგზავნის დღეს.

შეკვეთის განხორციელებიდან შეკვეთის მიღებამდე პერიოდში ნებისმიერი სახის ინფორმაციის, მათ შორის და არა მხოლოდ, ტელეფონის ნომრის ან/და მისამართის ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს ასეთი ცვლილების განხორციელებიდან 24 საათის ვადაში აცნობოს კომპანიას ახალი რეკვიზიტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიის მიერ მის ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით შეკვეთის არასწორ მისამართზე ტრანსპორტირებისას მომხმარებელს შესაძლოა დაეკისროს ტრანსპორტირების დამატებითი ხარჯი.

მომხმარებელი უფლებამოსილია ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ხარვეზის შესახებ შეატყობინოს კომპანიას.

მომხმარებელი იძლევა თანხმობას მასზედ, რომ ელ. ფოსტის მეშვეობით მიიღოს კომპანიისგან შეტყობინებები, რეკლამები, შეთავაზებები, აქციების და სხვა ტიპის მარკეტინგული აქტივობის შესახებ ინფორმაცია.

მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე წერილის გაგზავნით ელ-ფოსტაზე: hello@knopknop.ge, მეილის საგნით – ”UNSUBSCRIBE.“

 

რეკვიზიტები

კომპანიის დასახელება :  შპს „კრეატივ ქიდს“
რეგისტრირებული მისამართი: 0102, თბილისი, კოსტა ხეთაგუროვის ქ., N 4
საიდენტიფიკაციო კოდი : 404617928