როგორ დაიწყო ყველაფერი

13.10.2021

„კნოპ კნოპ“ ახალგაზრდა ლატვიელი დიზაინერი როდიონ ზენევიჩის გონებაში დაიბადა. როდიონმა, რომელსაც მოდელირება და კონსტრუქციები ყოველთვის ხიბლავდა, 2013 წელს ლატვიის ხელოვნების აკადემიის ფუნქციური დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი ფინალური ნაშრომი, გასაბერი კონსტრუქციის კომპლექტი, მესამე ადგილზე გავიდა დიზაინერების ცნობილ კონკურსზე SaloneSatelite Worlwide Moscow.  თავდაპირველი იდეის დამუშავების, მოქნილი მასალებითა და საიმედო კნოპებით სრულყოფის შემდეგ, ზენევიჩმა  „კნოპ კნოპის“ კონსტრუქტორების პროტოტიპი 2015 წელს Milan I Saloni WorldWide-ის საკვალიფიკაციო  რაუნდზე წარადგინა. ამ პრესტიჟულ გამოფენაზე მოსახვედრად როდიონთან ერთად 34 ახალგაზრდა  დიზაინერი იბრძოდა და მისმა იდეამ მილანში დამსახურებული მიპატიჟებაც მიიღო!


გამოფენაზე როდიონმა არამხოლოდ გამოფენის სტუმრების, არამედ ადგილობრივი ტელევიზიებისა და პრესის დადებითი შეფასებაც დაიმსახურა და მისი ნამუშევარი Saloni Worldwide Milan-ის დიპლომით დაჯილდოვდა. ამასთან ერთად “კნოპ კნოპ” აღმოჩნდა 500 რჩეულ იდეას შორის, რომელთა შესახებაც მეოცე საიუბილეო წლისადმი მიძღვნილ წიგნში, SaloneSatellite – 20 Years of New Creativity დაიწერა.

 

გამოფენაზე მიღწეულმა წარმატებამ და მოულოდნელმა საერთაშორისო აღიარებამ „კნოპ კნოპის“ გუნდს საჭირო თავდაჯერება მისცა, რომ საკუთარი იდეა საყოველთაოდ ხელმისაწვდომ სათამაშოდ გადაექცია.
“კნოპ კნოპის” კონსტრუქტორების სისტემა შემდეგ ღირებულებებს ეფუძნება:

 

პრაქტიკულობა და უსაფრთხოება

„კნოპ კნოპი“ ჰიპოალერგიული, გამძლე და მსუბუქი თექის მასალით არის დამზადებული,  რომელიც იდეალურია სათამაშოდ და შორ მანძილებზე სატარებლად.

 

ესთეტიკა

„კნოპ კნოპი“ მრავალფეროვანი, ბუნებრივი, ჰარმონიული, ესთეტიკურად სასიამოვნო ფერთა პალიტრით იქმნება.

 

ტექსტილი

„კნოპ კნოპის“ თექის რბილაკები ფუმფულაა და დრეკადი, რაც ნიშნავს, რომ ტექნიკურ აზროვნებასთან ერთად ისინი ბავშვებს სენსორული შემეცნების განვითარებაშიც ეხმარებიან.

 

დადებითი აზროვნება

ჩვენი კონსტრუქტორებით თამაშის დროს ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხი შესამჩნევად იზრდება და ყოველი გადაწყვეტილება პოზიტიურ ემოციებს, ღიმილსა და სიხარულს იწვევს.

 

განვითარება

„კნოპ კნოპის“ სათამაშოები ხელს უწყობს ბავშვის წარმოსახვის, სივრცითი აზროვნებისა და მოტორული უნარების დახვეწას.

 

კომუნიკაცია

მეგობრებთან ერთად თამაშის დროს, „კნოპ კნოპი“ ბავშვს გუნდურ მუშაობას ასწავლის, ეხმარება ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და ხელს უწყობს მისი ვერბალური და არავერბალური ურთიერთობის უნარების ზრდას.

[jpopup_start]SNAIL[jpopup_content]

ლოკოკინა

    შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი და ჩვენ შეგატყობინებთ როდესაც ეს პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი.

    [jpopup_end]

    [jpopup_start][jpopup_content]

    ვერტმფრენი

      შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი და ჩვენ შეგატყობინებთ როდესაც ეს პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი.

      [jpopup_end]

      Е-mail not valid