ამ თამაშში ყველა გამარჯვებულია!

10.10.2021

სანამ ჩვენი კონსტრუქტორები თქვენამდე მოაღწევდა, „კნოპ კნოპის“ დამფუძნებელმა და დიზაინერმა როდიონ ზენევიჩმა ჩვენი რამდენიმე კომპლექტი იმ მასწავლებლებს გადასცა, ვისაც კლასში არასაკმარისად განვითარებული კომუნიკაციური, კოგნიტიური და მოტორული უნარების მქონე ბავშვები ჰყავთ. მასწავლებლების განცხადებით, „კნოპ კნოპმა“ ბავშვებს საშუალება მისცა სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები უნიკალური და სახალისო გზით გადაეჭრათ. „კნოპ კნოპი“ ბავშვებს სთავაზობს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ თამაშია – აზროვნების, წარმოსახვისა და ყურადღების უნარების განვითარებას.

იმ ბავშვებზე დაკვირვების შემდეგ, რომლებიც გაკვეთილებზე „კნოპ კნოპით“ თამაშობდნენ, მასწავლებლებმა რამდენიმე კვირაში შენიშნეს, რომ ჩვენი უნიკალური სისტემა:

 

• დაეხმარა ბავშვებს დამოუკიდებელი არჩევნის გაკეთებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში;

• გააუმჯობესა კოგნიტიური შესაძლებლობები;

• ხელი შეუწყო აბსტრაქტული აზროვნების განვითარებას;

• განავითარა მოტორული, მეტყველებისა და წარმოსახვის უნარები;

• განაპირობა პოზიტიური ემოციური მდგომარეობა.

 

ბავშვები თამაშობდნენ გუნდურად და ინდივიდუალურად. ამ პროცესში მასწავლებლებმა შენიშნეს, რომ ისინი გაცილებით ყურადღებიანები და ამბიციურები გახდნენ. ასევე გაუმჯობესდა მათი ქცევა, რაც გვეხმარება დავასკვნათ, რომ „კნოპ კნოპის“ რბილი კონსტრუქტორებით თამაში ბავშვებზე ხელშესახებ დადებით გავლენას ახდენს. ამ დროს ყველა გამარჯვებულია!

[jpopup_start]SNAIL[jpopup_content]

ლოკოკინა

    შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი და ჩვენ შეგატყობინებთ როდესაც ეს პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი.

    [jpopup_end]

    [jpopup_start][jpopup_content]

    ვერტმფრენი

      შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი და ჩვენ შეგატყობინებთ როდესაც ეს პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი.

      [jpopup_end]

      Е-mail not valid