კონფიდენციალობის დებულება

ა) პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა

წინამდებარე დოკუმენტში ტერმინი მომხმარებელი გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც პერსონალურ მონაცემს გადასცემს კომპანიას.

მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება, ხელშეკრულების (წესებისა და პირობების) საფუძველზე, ხორციელდება კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული პირის მიერ, აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

მომხმარებელთა მიერ წესებსა და პირობებზე თანხმობა ( „ვეთანხმები“-ს მონიშვნა) ჩაითვლება პირის მიერ წერილობით თანხმობად.

ვებ-გვერდით სარგებლობის მიზნებისათვის, მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის ინფორმაციის მიწოდება ატარებს სავალდებულო ხასიათს. ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, კომპანია ვერ გაუწევს მომსახურებას მომხმარებელს.

მომხმარებელი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

 

1. პერსონალური მონაცემები

  • ვებ-გვერდის მეშვეობით, მომხმარებელთათვის შესაბამისი სერვისის გამართული მიწოდების უზრუნველსაყოფად, კომპანია მომხმარებელთა თანხმობის საფუძველზე აგროვებს შემდეგ ინფორმაციას:
  • მონაცემები, რომლებიც კომპანიას მიეწოდება მომხმარებლის მიერ პირადად:
  • სარეგისტრაციო მონაცემები:
  • სახელი და გვარი;
  • ელ-ფოსტა;
  • ტელეფონის ნომერი;
  • მისამართი;
  • დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი კომპანიას აწვდის საკუთარი ინციატივით, წერილობით ან/და ზეპირად.
  • მონაცემები, რომელსაც კომპანია იღებს მომხმარებლისგან დამოუკიდებლად:
  • მომხმარებლის IP მისამართი.

 

2. მონაცემთა დამუშავების მიზანი

  • კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული პირის მიერ, მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული მიზნებით.
  • კომპანიის მიერ მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება, რათა მომხმარებლებმა შეძლონ ვებ-გვერდით შეუფერხებელი სარგებლობა და ვებ-გვერდის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღება.
  • მონაცემთა დამუშავებით, კომპანია უზრუნველყოფს:
    • მომხმარებლის იდენტიფიკაციას
    • მომხმარებლისათვის ახალი შეთავაზებების, აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
    • ვებ-გვერდის გამოყენების გაუმჯობესებას, დახვეწასა და გამარტივებას.
    • მომხმარებელთან კომუნიკაციას.
    • საეჭვო/კანონსაწინააღმდეგო ტრანზაქციებისა თუ ქმედებების აღმოჩენას/დაბლოკვას.
    • თაღლითობისა და სხვა შესაძლო სამართალდარღვევების აღკვეთას.
    • სტატისტიკების მაქსიმალური სიზუსტით შედგენასა და ამით სერვისის გაუმჯობესებას.
  • მონაცემთა დამუშავება ასევე გამოიყენება მარკეტინგული მიზნებისა და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული შეთავაზებების/შეღავათების შეთავაზებისათვის.
  • მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა, რისთვისაც მომხმარებელმა წერილობითი სახით უნდა მიმართოს კომპანიას შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hello@knopknop.ge
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად მომხმარებელი უფლებამოსილია მიიღოს კომპანიის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემის შესახებ ინფორმაცია.

 

3. მონაცემთა სხვა პირებზე გადაცემა

  • კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელთა მონაცემები, აღნიშნულ პოლიტიკაში გაწერილი მიზნებისათვის, კონფიდენციალობის დაცვით, გადასცეს მესამე პირს (მაგალითად კურიერს).
  • წინამდებარე დოკუმენტის 3.1. პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია გარეშე პირს გადასცეს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული მიზნის მისაღწევად საჭირო ინფორმაცია.

 

4. ცვლილებები

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკაში, შესაძლოა დროდადრო შევიდეს გარკვეული ცვლილებები/დამატებები, რომლებიც ავტომატურად აისახება ვებ-გვერდზე. ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ ცვლილებებსა თუ დამატებებს.

 

5. შენიშვნები

  • კომპანია აცნობიერებს თითოეული მომხმარებლის პერსონალური მონაცემის დაცულობისა თუ დამუშავების წესების მნიშვნელობას.
  • კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის აზრი და დამოკიდებულება, მათ შორის და არამხოლოდ, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ.

 

ბ) ქუქისების პოლიტიკა

რა არის  „COOKIES“ ?

„Cookies“  არის მცირე ზომის ფაილები, რომელიც მდებარეობს კომპიუტერის მყარ დისკზე, შენს ბრაუზერში. ისინი ძირითადად გამოიყენება  როგორც მექანიზმი, რომელიც იმახსოვრებს საჭირო ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი შესვლის ინფორმაცია და ხელს უწყობს ვებ-გვერდის მოხერხებულად გამოყენებას.  ჩვენ “Cookies” არ შეუძლია პირადად თქვენი იდენტიფიცირება.

 

როგორ ვიყენებთ „COOKIES“-ს?

ვებ-გვერდზე გამოყენებული რამდენიმე სახის cookies არის  სხვადასხვა  მიზნისთვის:

  • აუცილებელი cookies: ეს cookies გამოიყენება იმისთვის, რათა უზრუნველყოს საიტზე ოპერაციები, ნება დაგრთოთ, გამოიყენოთ ჩვენი სერვისი და დაუკავშირდეთ თქვენ გვერდს. აუცილებელი Cookies არის შენახული მანამ, სანამ არ დახურავთ ფანჯარას.
  • ანალიტიკური/ტექნიკური cookies: ეს cookies საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ ინფორმაცია ვებ-გვერდის ვიზიტორების რაოდენობის შესახებ და ვნახოთ, რამდენად გამოიყენებენ ისინი ვებ-გვერდს. მისი გამოყენების ლეგალური საფუძველია  ლეგიტიმური ინტერესი, გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებ-გვერდი. მაგალითად, შევძლოთ ძებნის საშუალების უზრუნველყოფა. ანალიტიკურ/ტექნიკური cookies თქვენ  მოწყობილობაზე მუდმივად ინახება.
  • ფუნქციური Cookies: ეს cookies საშუალება აძლევს ვებ-გვერდს, დაიმახსოვროს პარამეტრები, რომლებიც მიუთითეთ, რაც უპირატესად ხელს უწყობს ვებ-გვერდის გამოყენებას. მაგალითად, თუ გსურთ ვებ-გვერდმა დაიმახსოვროს თქვენი პაროლი. ფუნქციური cookies თქვენ მოწყობილობაზე მუდმივად ინახება.
  • მიზნობრივი/სარეკლამო cookies: ეს cookies გამოიყენება იმისათვის, რათა დაიმახსოვროს თქვენი სტუმრობა ვებ-გვერდზე, ასევე, ვებ-გვერდები და ბმულები, რომლებიც გამოიყენეთ. ეს cookies გვეხმარება, რომ შემოგთავაზოთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პროდუქცია თქვენი ინტერესების შესაბამისად.  ეს cookies გამოიყენება თქვენი თანხმობით. ვებ-გვერდის სტუმრობითა და მისი გამოყენებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით, რომ გამოყენებული იქნას მიზნობრივი/სარეკლამო cookies. მიზნობრივი/სარეკლამო cookies იქნება შენახული მანამ, სანამ არ წაშლით  cookies თქვენი მოწყობილობიდან.

Cookies არის დამუშავებული და გამოყენებული ჩვენი  და ჩვენი ბიზნეს პარტნიორების  მიერ, უზრუნველყოფს ვებ-გვერდის მუშაობას და ვებ-გვერდზე თქვენი აქტივობების ანალიზს. Cookies  ინფორმაცია გაიცემა ევროპის კავშირსა  და  EEA-ს გარეთ.

 

როგორ შევზღუდოთ და წავშალოთ  „COOKIES“?

თუ გინდათ რომ შეზღუდოთ, დაბლოკოთ ან წაშალოთ cookies, ასეთი ფუნქცია  ხელმისაწვდომია იმ ბრაუზერში, რომელსაც ცვლილებების  პარამეტრებში იყენებთ. თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ  აუცილებელ და ფუნქციურ  cookies-ზე, რადგან მათი დახმარების გარეშე ვებ-გვერდის ფუნქციონირება შეუძლებელია. თქვენ ასევე ვერ წაშლით ანალიტიკურ cookies-ს, რადგან ის ვებ-გვერდის მუშაობის გასაუმჯობესებლად გვჭირდება.

ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ის სერვისებს. თქვენ შეგძლიათ ამოშალოთ  გამოყენებული ინფორმაცია  Google Analytics Opt-out Browser Add-on tool გადმოწერითა და ინსტალირებით.

დამატებითი ინფორმაცია cookies-ის  შესახებ და კითხვები,  თუ როგორ ვმართოთ ისინი გთხოვთ, წაიკითხოთ აქ:  www.aboutcookies.org